მეივეზერი: ხაბიბი არაპროფესიონალურად და არაკაცურად მოიქცა

image
მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი კრივში ფლოდ მეივეზერი ფიქრობს, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვი კონორ მაკგრეგორთან ბრძოლის შემდეგ არაპროფესიონალურად მოიქცა, როცა მაყურებლებში გადავიდა და ირლანდიელის სპარინგ-პარტნიორთან, დილონ დენისთან იჩხუბა.

"ამ ბიჭს კარგად არ ვიცნობ, რომელსაც მაკგრეგორი შეხვდა, მაგრამ ვიცი, რომ მარცხი არ ჰქონია. მაკგრეგორი მტკიცე მეტოქეა, მაგრამ მისი მეტოქე გალიიდან გადმოხტა,მაყურებლებში გადავიდა და იქ მყოფ ხალხს ეჩხუბებოდა. ეს არაპროფესიონალურია.

ის დიდ ჯარიმას მიიღებს, ამაში დარწმუნებული ვარ. როცა ზაბ ჯუდას ვეჩხუბებოდი, რინგზე დიდი გაწევ-გამოწევა მოხდა და ჯარიმაც დიდი იყო. თუ არ ვცდები, 7-ნიშნა ციფრი იყო.თუ მებრძოლი გალიიდან ხტება და სხვა ადამიანებს ეჩხუბება, ჯარიმა ძალიან დიდი უნდა იყოს", - თქვა მეივეზერმა.

შეგახსენებთ, რომ კონორის დამარცხების შემდეგ ხაბიბი ოქტაგონიდან ამოხტა და ირლანდიელის სპარინგ-პარტნიორს, დილონ დენის ეჩხუბა. ხოლო მისი თანაგუნდელები კონორ მაკგრეგორს დაესხნენ თავს.  
шаблоны для dle 11.2

11-10-2018, 18:22 41
კომენტარები
შემოგვიერთდით