ლორიამ დავა მოიგო - რუსულ კლუბს ტრანსფერების განხორციელება აეკრძალა

image
საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი ლორია, რომელიც ამჟამად, უგუნდოდაა, ანჟის ხელფასის გადაუხდელობას ედავება. გავრცელებული ინფორმაციით, ჩვენებურის საქმე რუსეთის ფედერაციის შესაბამისმა პალატამ განიხილა და მისი ყოფილი კლუბი დასაჯა.

საქმე ისაა, რომ ანჟის ფეხბურთელების ყიდვა და დარეგისტრირება დროებით აეკრძალა. ისინი ახალ მოთამაშეს იქამდე ვერ დაიმატებენ, სანამ ლორიას 2017 წლის ნოემბრის, ასევე 2018 წლის თებერვალ-მაისის სახელფასო დავალიანებასა და დაგვიანების პროცენტებს არ გადაიხდიან.

შეგახსენებთ, გიორგიმ ანჟის რიგებში 13 შეხვედრა ჩაატარა.  
шаблоны для dle 11.2

10-10-2018, 17:55 87
კომენტარები
შემოგვიერთდით