რომელ ევროპულ გრანდებს სურთ ზინედინ ზიდანის მწვრთნელად დანიშვნა

image
მოგეხსენებათ, ბევრს საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ ზინედინ ზიდანს მანჩესტერ იუნაიტედში ჟოზე მოურინიო უნდა ჩაენაცვლებინა.

როგორც ჩანს, ინგლისურ კლუბს, ბაიერნის სახით, ძლიერი კონკურენტი გამოუჩნდა.
ნიკო კოვაჩმა გერმანული კლუბი მიმდინარე სეზონში ჩაიბარა, თუმცა, მისი კარგად ათამაშება ვერ შეძლო. 7 ტურის შემდეგ, გუნდი 13 ქულით, მე-6 პოზიციაზეა.

ბოლო ტურში, ბაიერნმა, საკუთარ მოედანზე, გლადბახთან 0:3 წააგო. ეს ზედიზედ მეოთხე შეხვედრაა, რომელიც „რეკორდმაისტერმა“ ვერ მოიგო.

RMC Sport-ის ცნობით, ბაიერნმა კოვაჩის შემცვლელთა სიაში ლორენ ბლანისა და არსენ ვენგერის შემდეგ, ზინედინ ზიდანი შეიყვანა.

ამჟამად, ფრანგი სპეციალისტი უგუნდოდაა. მოგეხსენებათ, ზიდანმა მადრიდის რეალში ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ 3-ჯერ მოიგო.  
шаблоны для dle 11.2

10-10-2018, 17:51 1 429
კომენტარები
შემოგვიერთდით