საფეხბურთო სკანდალი ბელგიაში - კორუფცია, ჩაწყობილი მატჩები და ფულის გათეთრება

image
ბელგიის პოლიცია ადგილობრივ ფეხბურთში შესაძლო დანაშაულის გამო მასშტაბურ ოპერაციას მართავს.

დაკავებულია რამდენიმე გავლენიანი საფეხბურთო აგენტი, კლუბის წარმომადგენელი და მსაჯი. კერძოდ კი, დაკითხვაზეა "ბრიუგეს" მთავარი ივან ლეკო.

გარდა ამისა, ბელგიის ჩემპიონატის 10 კლუბში ჩხრეკა მიმდინარეობს, მათ შორის, "ანდერლეხტში", "ბრიუგესა" და "ლოკერენში".

სავარაუდოდ, სამართალდამცველი ორგანოები კორუფციის, ფულის გათეთრებისა და ჩაწყობილი მატჩების შესახებ ინფორმაციას ფლობენ.  шаблоны для dle 11.2

10-10-2018, 17:45 85
კომენტარები
შემოგვიერთდით