ცნობილია თუ სად გააგრძელებს კარიერას მურთაზ დაუშვილი

image
ქართველი ნახევარმცველი, მურთაზ დაუშვილი, უნგრულ ჰალადაშში გადავიდა. ინფორმაცია ამის შესახებ, კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა.

29 წლის ფეხბურთელი სინჯებზე იმყოფებოდა და ყველა შემოწმება წარმატებით გაიარა. საგულისხმოა, რომ ის გაბორ კირალის თანაგუნდელი გახდა. ცნობისთვის, 42 წლის მეკარე უნგრეთის ნაკრების წევრი იყო.

ბუბა დაუშვილს საქართველოს ნაკრებში 34 მატჩი აქვს გამართული. მას ზესტაფონში, კარპატიში (უკრაინა) და დიოშდიორში (უნგრეთი) უთამაშია, ბოლოს კი, სამტრედიაში 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც მაისში წავიდა.  

шаблоны для dle 11.2

9-10-2018, 21:49 96
კომენტარები
შემოგვიერთდით