რეკლამა: [email protected]
 
რეკლამა
Авторизация
კალენდარი
«    ივლისი 2019    »
ორსმოთხთპრშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 
FACEBOOK
banner_adjarapopupmobile] [/banner_adjarapopupmobile]

ნეიმარმა მბაპეზე ისაუბრა, როგორ დაახასიათა ბრაზილიელმა ფრანგი





"ლიონთან" (5:0) 13 წუთში შესრულებული პოკერის შემდეგ ნეიმარი კილიან მბაპეს შესახებ დადებით სიტყვებს არ იშურებდა. 

მისი თქმით, მისი შვილი 19 წლის ფეხბურთელის ფანია.

"ჩემს შვილს მბაპე ძალიან უყვარს. ვარჯიშზე როცა მოვიყვანე, მთელი დღე მასზე საუბრობდა. კილიანთან ფოტოს გადაღება უნდოდა, რათა მეორე დღეს სკოლაში კლასელებისთვის ეჩვენებინა. მბაპე ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და გუნდი მას პატივს სცემს. როცა ის რაღაცას ამბობს, ჩვენ მას ვუსმენთ, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი წლისაა. 

ჩემთვის ის ფენომენია. მას მეტი გოლის გატანაც შეეძლო. დარწმუნებული ვარ, ასე თამაშს გააგრძელებს.ფეხბურთი მისით მადლიერი უნდა იყოს" - განაცხადა ნეიმარმა. 

კილიან მბაპე პირველი ფეხბურთელი გახდა ბოლო 45 წლის განმავლობაში, ვინც ასე სწრაფად მოახერხა პოკერის შესრულება საფრანგეთის ჩემპიონატში.  
шаблоны для dle 11.2



რეკლამა