რეკლამა: vishekozirebi@gmail.com
banner_adjarapopupmobile] [/banner_adjarapopupmobile]

რა თანხა გამოიმუშავა ბასილაშვილმა ჩინეთის ღია პირველობის ფინალში გასვლით





6 ოქტომბერს, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩინეთის ღია პირველობის ნახევარფინალში მსოფლიოს მე-16 ჩოგანი, 23 წლის ბრიტანელი კაილ ედმუნდი დაამარცხა 7:6, 6:4.

აქამდე ბასილაშვილი ედმუნდს ორჯერ შეხვდა და ორივეჯერ წააგო.

ტურნირის გადამწყვეტ მატჩში ის არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროს შეხვდება, რომელთანაც ფაბიო ფონინი სათამაშოდ ვერ გავიდა და ავტომატურად გავიდა ფინალში.

ნიკოლოზმა ამ შეხვედრამდე ჯეკ სოკს, ფერნანდო ვერდასკოს და მალეკ ჯაზირს სძლია.

ტურნირის საპრიზო ფონდი 4 658 510 დოლარია. ნიკოლოზ ბასილაშვილმა კიი ფინალში გასვლით უკვე გამოიმუშავა 225 000 დოლარი. 

шаблоны для dle 11.2



რეკლამა