რეკლამა: [email protected]
 
რეკლამა
Авторизация
კალენდარი
«    ივლისი 2019    »
ორსმოთხთპრშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 
FACEBOOK
banner_adjarapopupmobile] [/banner_adjarapopupmobile]

რამდენია საბა კვირკველიას ხელფასი "ლოკომოტივში"?





საბა კვირკველია პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების რეიტინგში მოხვდა.

რუსულმა გამოცემა sports.ru-მ პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების რეიტინგი გამოაქვეყნა.

რეიტინგში 59-ე ადგილზე მოსკოვის "ლოკომოტივის" ლიდერი საბა კვირკველია მოხვდა, რომელიც გამოცემის ინფორმაციით, წელიწადში 1.7 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგში, რომელიც 68 ფეხბურთელისგან შედგება და ფეხბურთელის მინიმალური წლიური შემოსავალი 1.5 მილიონი ევროა, "ლოკომოტივის" ერთბაშად 15 მოთამაშეა.

საუკეთესო ათეულში კი კვირკველიას ორი თანაგუნდელია. მე-2 ადგილზე 4.5 მილიონი ევროთი ხორვატი ლეგიონერი ვედრან ჩორლუკა გავიდა, მე-4 ადგილზე კი, 3.8 მილიონი ევროთი, მანუელ ფერნანდეშია.

ხოლო რეიტინგის პირველპოზიციას "ზენიტის" ლეგიონერი ლეანდრო პარედესი იკავებს, რომელიც წლიურად 5 მილიონ ევროს იღებს.

58-ე ადგილზე ასევე 1.7 მილიონი ევროთი მოსკოვის "სპარტაკის" მცველი გიორგი ჯიქია არის.

სხვა ქართველი ფეხბურთელები რეიტინგში არ მოხვდნენ.

საბა კვირკველიას სატრანსფერო ფასი, "ტრანსფერმარკტის" მიხედვით, 5.8 მილიონი ევროა. ამჟამად კვირკველია თბილისში იმყოფება და საქართველოს ნაკრებთან ერთად ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება.   шаблоны для dle 11.2



რეკლამა