რომელ კლუბებს სურდათ მესის შეძენა?

image
ლიონელ მესის შეძენა ძალიან ბევრ კლუბს სურს. წარმოგინდენთ გუნდების სიას, რომელსაც თავიდანვე სურდა მისი შეძენა.

ლიონელ მესი ერთი გუნდის ერთგულია 16 წლიდან. მაგრამ მისი ხილვა თავის შემადგენლობაში ბევრ გუნდს სურდა. ზოგმა კონკრეტული წინადადება შესთავაზა კიდეც. ახლა ესპანური პრესა ამტკიცებს, რომ მესის არ სურს კონტრაქტის გახანგრძლივება და სურს კლუბის დატოვება. ამის შესახებ კი მმართველობამ ყველაფერი იცის. რა თქმა უნდა გამოჩდნენ თეორიული მყიდველები. "მანჩესტერ სიტი" 230 მილიონს იხდის ლიონელ მესის სანაცვლოდ. მაგრამ სანამ ახლანდელ შემძენებზე ვისაუბრებთ დავიწყოთ თავიდან:

"არსენალი"
არსენ ვენგერმა ლიონელ მესის ნიჭი ბევრად ადრე დაინახა, სანამ ის "ოქროს ბურთების" კოლექციას შეაგროვებდა. მაგრამ არა მხოლოდ ის. ფაბრეგასი - პიკე - მესი. ამ სამიდან მხოლოდ ერთი გადმოიყვანა. ლიონელ მესიზე ვენგერმა უარი იმიტომ თქვა, რომ 16 წლის ბიჭისთვის 8-10 მილიონი უნდა გადაეხადა, რომელიც მას ებევრა. ასევე ლეოს სამუშაო ვიზასთან პრობლემები შეექმნებოდა.
"ინტერი"
მილანურმა კლუბმა ორჯერ სერიოზულად გამოვიდა კატალონიელებზე, მაგრამ არაფერი კონკრეტული აქედან არ გამოსულა. ერთხელ ხუან სებასტიან ვერონმა განაცხადა, რომ მესი ნაკრებში მისი მილანური ცხოვრებით დაინტერესდა და ასევე დაამატა, რომ ლეოს სერია ა-ში ბედის სცდა ნდომებია, მაგრამ ამ ცდიდანაც არაფერი გამოვიდა. 2010 წლის ზამთარში "ნერაძურის" მფლობელმა მასიმო მაროტიმ ყველა გაანცვიფრა. "მე მოვიყვან მესის "სან-სიროზე" - განაცხადა პრეზიდენტმა. მაგრამ მესი იქ "ბარსას" შემადგენლობით ჩავიდა.

"ზენიტი"
ეს ყველაფერი 2008 წელს ხდებოდა, როდესაც ანდრეი არშავინით ნახევარი ევროპა იყო დაინტერესებული, "ბარსელონას" ჩათვლით. "ზენიტში" იყვნენ უკმაყოფილოები იმითი, რომ კატალონიელების ხელმძღვანელობა ამ დროის განმავლობაში არშავინის საბაზრო ფასს აკლებდა და გადაწყვიტეს სამაგიეროს გადახდა. "ზენიტმა" ოფიციალურად წინადადება გამოაგზავნა და ლიონელ მესის 20 მილიონ ევროდ შეძენა ითხოვა. "ჩვენ ასეთი გზით მივახვედრეთ "ბარსელონას"  სხვაობა შემოთავაზებულ თანხასა და რეალურს შორის." - ასე ახსნა "ზენიტის" პრეზიდენტმა მაქსიმ მიტროფანოვმა. კატალონიელებმა ყველაფერი გაიგესდა არშავინით აღარ ინტერესდებოდნენ.

"ანჟი"
ეს ყველაზე ნათელი და არანორმალური პერიოდია გუს ჰიდინკის, რობერტო კარლოსის და ეტოოს მაქინაციური კლუბი მოსკოვში, რომ შეიქმნა. როგორც ესპანური პრესა ამტკიცებდა "ანჟიმ" "ბარსელონას" 250 მილიონი ევრო შესთავაზა მესის სანაცვლოდ, მაგრამ უარი მიიღეს. მოგვიანებით რობერტო კარლოსმა განაცხადა, რომ არგენტინელის გაფორმება მათ გეგმებში შედიოდა, მაგრამ საუბარი მიდიოდა როცა მესის კონტრაქტი დაუმთავრდებოდა.

"ჩელსი"
ამბობენ, რომ მაურინიოს ლონდონში მეორედ მოსვლის შემდეგ რომან აბრამოვიჩთან ერთან გადაწყვიტეს, რომ უკვე დროა. "ლურჯებმა" შეადგინეს თავისი წინადადება 150 მილიონი ფუნტ სტერლინგი. სწორედ ამ პერიოდში არგენტინელს დაეწყო საგადასახადო პრობლემები. იმ პერიოდში მესიმ უცნაურად ისაუბრა თავის მომავალზე, მაგრამ ახალმა კონტრაქტმა ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა.

პსჟ
არაბი შეიხები იყვნენ პირველები, რომლებსაც ვაჭრობა არ დაუწყიათ. მათ თქვეს, რომ კონტრაქტის გამოსასყიდ თანხას 250 მილიონ ევროს იხდიან. პრობლემას ის წარმოადგენდა, რომ თავად მესის არ სურდა პარიზში გადაბარგება. "ბარსელონას" ხელმძღვანელობა რამდენიმე დღე შოკში იყო, მაგრამ ახალმა კონტრაქტმა ასევე ყველა დააწყნარა.

"მანჩესტერ სიტი"
მოკლედ, დღეს უკვე სხვა არაბი შეიხები ინგლისიდან აცხადებენ, რომ მზად არიან გადაუხადონ 230 და ასევე "ბარსელონას" განუცხადეს, რომ ფეხბურთელის სასაჩუქრედ შეფუთვა არ სჭირდებათ. თავად ფეხბურთელს არანორმალურ ხელფასს 500 ათას ფუნტს კვირაში სთავაზობენ.
ასევე დავამატებ, რომ არგენტინელის მოქმედი კონტრაქტი 2018 წლამდეა. ამასთან მანჩესტერში მესის მისი საყვარელი მწვრთნელი ელოდება. და ყველა იმ ვარიანტებიდან, რომელსაც პრესა ქმნიდა, ეს ყველაზე რეალურად გამოიყურება.

ბონუსი: მადრიდის "რეალი"
დიახ, ეს ნამდვილად უცნაურად ჟღერს, მაგრამ "ბარსელონას" მთავარ მტერს სამჯერ უცდია ლიონემ მესის გადაბირება. პირველი შეთავაზება 2011 წელს დაიწყო, როდესაც კრიშტიანო რონალდო მანჩესტერში დაბრუნებაზე დაფიქრდა. "ბარსასგან" მტკიცე უარი მიიღეს "მერენგებმა". ამასთან 2013 და 2014 წლებში კიდევ სცადეს მადრიდელებმა, მაგრამ პასუხი არ შეცვლილა. ამბობენ რომ "რეალი" ახლა ნეიმარზე გადაერთო.
шаблоны для dle 11.2

5-10-2018, 19:17 927
კომენტარები
შემოგვიერთდით