რეკლამა: vishekozirebi@gmail.com
banner_adjarapopupmobile] [/banner_adjarapopupmobile]

მესი თუ რონალდუ? - ფეხბურთის ვარსკვლავების პასუხები





ერთ–ერთმა  უცხოურმა  გამოცემამ  ყველასთვის საკამათო თემაზე  გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხვაში მონაწილეობას არა ჩვეულებრივი ადამიანები,  არამედ ფეხბურთის მოქმედი და ვეტერანი ვარსკვლავები იღებდნენ.  კითხვა კი შემდეგში მდგომარეობდა: ლიონელ მესი თუ კრიშტიანუ რონალდუ?
რონალდუს მხარდამჭრნი აღმოჩნდნენ:
მარიო გიოტცე –  მე ვარ გერმანელი მესი? მირჩევნია, გერმანელი რონალდო ვიყო.
ლუიშ ფელიპე სკოლარი –  მესი ფანტასტიკურია, მაგრამ რონალდო კიდევ უფრო ძლიერია. ჩემი აზრით, რონალდო საუკეთესოა მსოფლიოში.
ჟორჟე მენდეში – რონალდო უფრო სრულყოფილია, ვიდრე მესი.
რადამელ ფალკაო – მესი და რონალდო საუკეთესოები არიან. ამ ორს შორის კი საუკეთესო კრიშტიანოა.
სერხიო რამოსი – მესის არ ვუფრთხი. მე არასოდეს შემშინებია მოწინააღმდეგის. კრიშტიანო საუკეთესოა. მერე მოდის მესი.
ჩიჩარიტო –  რონალდო საუკეთესოა მსოფლიოში.
რიკარდო კუარეშმა –  ჩვენ მივეჩვიეთ ამ ორი ფეხბურთელის შედარებას, თუმცა ყველამ იცის, რომ კრიშტიანო პირველია.
პეპე – რონალდოს რამდენიმეწლიანი დომინაციის შემდეგ, მესი დღეს საუკეთესოა.
კლაუდიო ჯენტილე – ბოლო მუნდიალზე მე მესის კარგი თამაში ვერ ვნახე. მარადონამ კი მარტომ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი. რონალდო უკეთესია.
კაკა –  რონალდო მეტად განვითარებულია და უფრო დიდი პროფესიონალია ის ჩემი დიდი მეგობარია.
მესის მხარდამჭერები კი ასე გამოიყურებიან:
ფელიპე მელო – რონალდო დიდებულია, მაგრამ მესი საუკეთესოა.
დევიდ ბექემი –  მესი წარმოუდგენელ დონეზე თამაშობს. რონალდო ძალიან ძლიერია, მაგრამ ამ სიმაღლეზე ვერ მივა. მეეჭვება, მესის დონეზე ოდესმე ვინმემ ითამაშოს ფეხბურთი.
ისკო –  მე ჩემს ძაღლს დავარქვი მესი. ჩემი ძაღლიც საუკეთესოა მსოფლიოში და მესიც.
გუტი –  მესი მსოფლიოს ნომერ პირველი ფეხბურთელია. რონალდო მას მცირედით, მაგრამ მაინც ჩამორჩება.
ზეპ ბლატერი –  მესი დიდებული ბიჭია. ის მინდორზე თითქოს ცეკვავს. მესისნაირ შვილს ყველა ინატრებდა ოჯახში. რონალდო ნამდვილი კომანდორია მინდორზე. ერთი პარიკმახერებში გაცილებით მეტ დროს ატარებს, ვიდრე მეორე.
ხორხე ვალდანო – მესი პირველია. მეორეა დაშავებული მესი.
რონალდინიო –  კრიშტიანოს აგიჟებს ის, რომ მას მესის ეპოქაში მოუწია ცხოვრება და თამაში.
რონალდო – თუ საუკეთესოს არჩევა აუცილებელია, დავასახელებდი მესის, როგორც ტექნიკურად უფრო სრულყოფილს.
ჯიჯი ბუფონი –  შეიძლება, კონკრეტულ შემთხვევაში რონალდო უკეთესია, მაგრამ საუკეთესო რასაკვირველია  მესია.
სერხიო აგერო –  მესი სხვა პლანეტიდან მოვიდა ჩვენთან. წელიწადში 1 გოლი რომ გაიტანოს, ის მაინც საუკეთესო იქნება. რონალდო კარგია, მაგრამ ამ  ორი ფეხბურთელის შედარება არ შეიძლება.
ჟოზე მოურინიო –  მესი დიდია. ეს დამტკიცებულია. მას ამისთვის არ სჭირდება მუნდიალის მოგება. რონალდოც დიდია. არც მას სჭირდება მსოფლიოს ჩემპიონობა ამის დასამტკიცებლად, მაგრამ... მესი უფრო დიდია.
ალესანდრო ნესტა –  ერთ სეზონში მე ოთხჯერ ვითამაშე მესის წინააღმდეგ და ამაში გამიმართლა, მაგრამ არ გამიმართლა იმაში, რომ უკვე მოხუცი ვიყავი. მესი განსაკუთრებულია. მას შეუძლია, წამში 10 ფინტი ჩაატაროს. სხვა ასეთი ფეხბურთელი არ მინახავს.
კოკე –  რონალდო ათლეტია, მესი  ფეხბურთის  ღმერთი. ყველა გუნდს სჭირდება ისეთი ფეხბურთელი, მე ჩემს გუნდში მესის ავიყვანდი.
ხრისტო სტოიჩკოვი –  მესი მუდამ საუკეთესოდ დარჩება.
დიეგო სიმეონე –  ერთი მესი უფრო სახიფათოა, ვიდრე რეალის სამეული, რონალდოს, ბეილისა და ბენზემას შემადგენლობით.
რაული –  მესი საუკეთესოა. მე ვითამაშე ზიდანის, ფიგუს, რონალდოსთან ერთად, მაგრამ მესი სულ სხვა კალსია.
ჯო ბარტონი –  არ მჯერა, რომ ვინმეს მესის რონალდო ურჩევნია. არგენტინელი სულ სხვა თამაშს თამაშობს.  
шаблоны для dle 11.2



რეკლამა