რეკლამა: [email protected]
 
რეკლამა
Авторизация
კალენდარი
«    ივლისი 2019    »
ორსმოთხთპრშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 
FACEBOOK
banner_adjarapopupmobile] [/banner_adjarapopupmobile]

მინდა, მესისავით ვთამაშობდე, მაგრამ მას ცხოვრება არ გააჩნია





იტალიელმა ფეხბურთელმა დანი ოსვალდომ კარიერა დაასრულა და განაცხადა, რომ მას არ უნდა, ლეო მესივით იცხოვროს.

"მინდა, მესისავით ვთამაშობდე, მაგრამ მას ცხოვრება არ გააჩნია, ის ოქროს გალიაში ცხოვრობს. მას არ შეუძლია სადმე წავიდეს და მშვიდად დალიოს სასმელი. შეიძლება ის ამაზე არც ფიქრობს, მაგრამ მე ვფიქრობ. წარმომიდგენია, როგორ ყიდულობს მსოფლიოში უდიდეს ტელევიზორს, მაგრამ არასდროს უყურებს მას. მესის ალბათ "ფერარი" ჰყავს, მაგრამ "ბარსელონას" ბაზიდან 15 წუთის მანძილზე ცხოვრობს" - ციტირებს ოსვალდოს სიტყვებს MARCA.

წარმოშობით არგენტინელმა ფეხბურთელმა კარიერა 2016 წელს დაასრულა. მისი თქმით, მასფეხბურთი აღარ იზიდავს და აპირებს, ძალები როკ-მუსიკაში გამოსცადოს.  шаблоны для dle 11.2



რეკლამა