რეკლამა: vishekozirebi@gmail.com
banner_adjarapopupmobile] [/banner_adjarapopupmobile]

რა პრიზები შეხვდა ლეგენდარულ ჰაკუჰოს აკი ბაშოს მოგებისთვის



image

რა პრიზები შეხვდა ლეგენდარულ ჰაკუჰოს აკი ბაშოს მოგებისთვის ?

მოგეხსენებათ, რომ მონღოლმა სუმოისტმა ჰაკუჰომ აკი ბაშო ერთი დღით ადრე უკვე მოიგო და კარიერაში 41-ე ტიტულიც მოიპოვა. იმპერატორის თასის მოპოვებისთვის ისედაც ხელის გულზე ნატარები იოკოძუნა ბევრ პრიზს მიიღებს. იხილეთ ჩამონათვალი :

- 10 000 000 იენი, ქართულ ფულზე 230 000 ლარი.

-  ძვირადღირებული საათი და მანქანა. მანქანას 1 წლის ნორმა ბენზინი მოჰყვება და მას ასევე მძღოლი მოემსახურება, ვინაიდან სუმოისტებს ეკრძალებათ მანქანის მართვა.

 -  ჰაკუჰოს  ალკოჰოლური სასმელებიც არ  მოაკლდება: 1 წლის ნორმა ბრინჯის ლუდსა და საკეს სპონსორი კომპანიები უზრუნველყოფენ.

 - ასევე მონღოლ სუმოისტს არაალკოჰულურებზეც არ ექნება საზრუნავი: 1 სული ძროხის წილი რძე და 1 წლის ნორმა კოკა-კოლასაც მიიღებს.

 - ასევე 1 სატვირთო მანქანით რძის პროდუქტები და 1 სული ძროხის ხორციც ელოდება. რა თქმა უნდა 1 წლის მარაგი ბრინჯიც არ მოაკლდება, ასევე მიიღებს 1 ტონა ბოსტნეულსა და ხილს. 100 000 ქლიავის ჩირი, 1 ტონა სოკო და კიდევ უამრავი პრიზიც ჰაკუჰოს წინ ელოდება.шаблоны для dle 11.2



რეკლამა