რეკლამა: [email protected]
 
რეკლამა
Авторизация
კალენდარი
«    ივლისი 2019    »
ორსმოთხთპრშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 
FACEBOOK
banner_adjarapopupmobile] [/banner_adjarapopupmobile]

5 გუნდი, სადაც შესაძლოა ნეიმარი გადავიდეს





5 გუნდი, სადაც შესაძლოა ნეიმარი გადავიდეს

"ნეიმარისთვის აქ მოსვლა არავის დაუძალებია", - ეს განცხადება "პარი სენ ჟერმენის" დირექტორმა, ნასერ ალ ხელაიფმა გააკეთა.

აშკარად ჩანს, რომ ყატარელ შეიხსა და ბრაზილიელ ფეხბურთელს შორის კონფლიქტია და ეს კი იმას მიანიშნებს, რომ 27 წლის შემტევი საფრანგეთს ტოვებს.

ესპანური გამოცემა Sport სავარაუდო ვარიანტებს განიხილავს.

1. ბარსელონა - ბრაზილიელმა ეს გუნდი 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ მოულოდნელად დატოვა და "ბარსელონაში" ეს საშინლად არ მოეწონათ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბართომეუმ ნეიმარი უკან მიიღოს.

2. რეალი - Sport "სამეფო კლუბსაც" განიხილავს, თუმცა ახლახან ზინედინ ზიდანმა ედენ აზარი დაიმატა და მარცხენა ფლანგზე ადგილი შეივსო.

3. იუვენტუსი - არ არის გამორიცხული კრიშტიანუ რონალდუმ ცენტრ ფორვარდის პოზიციაზე გადაინაცვლოს და მარცხენა ფლანგი სწორედ ნეიმარმა ჩაიბაროს, თუმცა ბრაზილიელს ოქროს ბურთი სურს და რონალდუსთან ერთად გუნდში მას შანსი არ ექნება.

4. მანჩესტერი - Sport წერს, რომ "იუნაიტედი" ბრაზილიელზე აქტიურად იმუშავებს, თუმცა რამდენად მოისურვებს ის "მანჩესტერში" გადასვლას, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე არ გამოდის, უცნობია.

5. ლივერპული - აქტიურად იწერება, რომ იურგენ კლოპი მოჰამედ სალაჰის გაშვებას აპირებს. ამ შემთხვევაში შესაძლოა იურგენ კლოპმა სადიო მანე მარჯვენა ფლანგზე გადაწიოს და მარცხენა ფლანგი ნეიმარს ჩააბაროს.шаблоны для dle 11.2



რეკლამა