რეკლამა: [email protected]
banner_adjarapopupmobile] [/banner_adjarapopupmobile]

სიტის ჩემპიონთა ლიგიდან ხსნიან





სიტის ჩემპიონთა ლიგიდან ხსნიან

ცნობილი ამერიკული გამოცემა The New York Times წერს, რომ უეფა "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ გამოძიებას მიმდინარე კვირას დაასრულებს.

"ქალაქელებს" ბრალი სატრანსფერო ფეირ პლეის წესების დარღვევაში ედებათ, რა დროსაც მათ გაცილებით მეტი დახარჯეს ტრანსფერებში, ვიდრე გამოიმუშავეს.

New York Times-ის თანახმად უეფაში შეხვედრა უკვე შედგა და საბოლოოდ ისინი "მანჩესტერ სიტის" ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთაზე შეთანხმდნენ.

ცნობილია, რომ ბრიტანული გუნდი, ევრო ტურნირიდან მხოლოდ 1 სეზონით ჩაიხსნება.

ასევე, "სიტის" უფლება ექნება, რომ განაჩენი გაასაჩივროს.

გაცნობებთ, რომ მსგავსი გამოძიება "პარი სენ ჟერმენის" წინააღმდეგაც მიმდინარეობს.

ვინ მიიღებს მონაწილეობას ჩემპიონთა ლიგაზე, "სიტის" ნაცვლად?

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ლოგიკურად ეს რომელიმე ინგლისური გუნდი უნდა იყოს.

სავარაუდოდ, ეს პრემიერ ლიგის მე-5 ადგილოსანი იქნება და ეს პოზიცია "არსენალმა" დაიკავა, თუმცა უნაი ემერის გუნდი ამავდროულად ევროპა ლიგის ფინალშია და შესაძლოა ლიგის საგზური ისედაც მოიპოვოს.
шаблоны для dle 11.2



რეკლამა