რეკლამა: [email protected]
banner_adjarapopupmobile] [/banner_adjarapopupmobile]

ფელიშის მომავალი თითქმის გადაწყვეტილია






ფელიშის მომავალი თითქმის გადაწყვეტილია

პორტუგალიური გამოცემა A Bola-ს ინფორმაციით, ლისაბონის "ბენფიკამ" თავის ვუნდერკინდთან ახალ კონტრაქტზე მოილაპარაკა.

ახალი ხელშეკრულების შემდეგ, 19 წლის ჟოაო ფელიშის წლიური ხელფასი 2.5 მილიონ ევრომდე გაიზრდება და გუნდის მეორე ყველაზე ანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება. დაახლოებით ასეთივე ხელფასი აქვს ვეტერან თავდამსხმელს, ჟონასს.

სავარაუდოდ, ფელიშის გამოსასყიდი თანხა, რომელიც აქამდე 120 მილიონ ევროს შეადგენდა, 200 მილიონამდე გაიზრდება, რაც საგრძნობლად გაურთულებს შანსს მის მსურველებს.

პრესაში ფელიშის მომავლის შესახებ საკმაოდ ბევრი იწერება და მის მიმართ ინტერესი ევროპის თითქმის ყველა ტოპ-კლუბს მიაწერეს.шаблоны для dle 11.2



რეკლამა