თელავიდან ბარსელონაში - ქართველი ფეხბურთელის საოცარი გზა ცნობილ მოდელობამდე

image
თელავიდან ბარსელონაში - ქართველი ფეხბურთელის საოცარი გზა ცნობილ მოდელობამდე..

ლევან სუმბაძე კატალონიის მეორე დივიზიონში თამაშობდა. შემდეგ, თავისი გარეგნობის წყალობით თელაველი ბიჭი სარეკლამო ბიზნესში გამოჩნდა და ახლა, როგორც მოდელი, უამრავ ფოტოსესიაში იღებს მონაწილეობას.
 
"კახეთიდან ბარსელონაში 2012 წელს გადავედი. პირველი სამი წელი აქ ფეხბურთს ვთამაშობდი, მაგრამ ხშირი ტრავმების გამო ამ სპორტში ვეღარ დავრჩი.
 
კატალონიის მეორე დივიზიონში ვთამაშობდი. ჩვენს გუნდს Can vidalet ერქვა. ამ მომენტისთვის კომპანია Bershka-ში ვმუშაობ. როგორც იცით, ეს კომპანია მსოფლიოს უახლეს პროდუქციაზეა ფოკუსირებული. ხშირად მაქვს ფოტოსესიები და აქტიურად ვკავდები ფიტნესით...
 
ესპანელ მეგობრებს საქართველოს შესახებ ბევრს ვესაუბრები და ძალიან მიხარია, რომ მათ ეს აინტერესებთ. ზოგიერთ მათგანს სურვილიც კი გაუჩნდა, რომ ჩემს ქვეყანას ესტუმროს და ახლოდან გაეცნოს მის კულტურას, ღირსშესანიშნაობებსა და სამზარეულოს," - ციტირებს ლევან სუმბაძეს SPUTNIK.

წყარო : sport.adjara.com
.шаблоны для dle 11.2

13-09-2018, 15:05 468
კომენტარები
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით