რეკლამა: [email protected]
 
რეკლამა
Авторизация
კალენდარი
«    ივლისი 2019    »
ორსმოთხთპრშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 
FACEBOOK
banner_adjarapopupmobile] [/banner_adjarapopupmobile]

"წადი შენი, "პროფესორო" - რა მოხდა "რეალის" გასახდელში ელ კლასიკოს შემდეგ






ავტორიტეტული ესპანური გამოცემა "მარკა" წერს, რომ ესპანეთის თასზე "ბარსელონასთან" განადგურების შემდეგ (0:3) "რეალის" გასახდელში მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი.

გავრცელებული ინფორმაციით, მატჩის შემდეგ "სამეფო კლუბის" გასახდელში ისკო ჩავიდა, რომელმაც თავისი თანაგუნდელები გაამხნევა და ხელი ჩამოართვა.

მასთან ხელის ჩამოსართმევად კლუბის მთავარი მწვრთნელი სანტიაგო სოლარიც მისულა, რომელსაც ესპანელმა ნახევარმცველმა ხელი არ ჩამოართვა და შემდეგი სიტყვები უთხრა - "წადი შენი, "პროფესორო".

როგორც იცით, ისკოსა და არგენტინელი დამრიგებლის შორის შავმა კატამ დიდი ხანია გაირბინა.

სოლარი ესპანელს ისედაც არ ათამაშებდა, შემდეგ როდრიგესმა ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და 4 შეხვედრა გამოტოვა.

ექიმებმა მას მწვანე შუქი აუნთეს და უთხრეს, რომ "ბარსელონასთან" მატჩში თამაში შეეძლო, რადგან ტრავმა სრულად ჰქონდა მორჩენილი.

მიუხედავად ამისა, სოლარიმ ისკო განაცხადს მიღმა დატოვა და მას თამაშის ყურება ტრიბუნიდან მოუხდა.

ესპანური პრესა რამდენიმე დღის წინ წერდა, რომ ისკო ზაფხულში შესაძლოა სწორედ "ბარსელონაში" გადაბარგდეს.

წყარო : Sport365.geшаблоны для dle 11.2



რეკლამა