რეკლამა: [email protected]
banner_adjarapopupmobile] [/banner_adjarapopupmobile]

რის გამო დასაჯა ლონდონის ჩელსიმ საკუთარი გოლკიპერი





ლონდონის ჩელსის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, „არისტოკრატების“ ხელმძღვანელებმა კეპა არისაბალაგა დასაჯეს. როგორც ცნობილია, ესპანელი გოლკიპერი ერთი კვირის ხელფასს ვერ აიღებს.

წყარო იუწყება, რომ თანხა საქველმოქმედო ფონდ Chelsea Foundation-ში ჩაირიცხება. „ლურჯების“ მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო სარიმ აღნიშნა, რომ ამ ინციდენტზე ყველაფერი გარკვეულია.

შეგახსენებთ, ინგლისის ლიგის თასის ფინალში ჩელსი და მანჩესტერ სიტი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. შეხვედრის ბოლო წუთზე იტალიელმა დამრიგებელმა გადაწყვიტა, რომ კეპა პენალტების სერიაში ვერ იყოჩაღებდა და კაბალიეროს შეყვანას გეგმავდა.

ბასკმა მეკარემ მინდვრის დატოვება იუარა. გაბრაზებულმა სარიმ წყლის ბოთლი მიწაზე დაახეთქა და გასახდელისკენ გაიქცა, თუმცა, მალევე დაბრუნდა.  


шаблоны для dle 11.2



რეკლამა