რეკლამა: vishekozirebi@gmail.com
banner_adjarapopupmobile] [/banner_adjarapopupmobile]

"ჩელსის" მეკარე გასახდელში სცემეს - რა მოხდა "სიტისთან" თამაშის შემდეგ



image

ავტორიტეტული ინგლისური გამოცემა "გარდიანის" ჟურნალისტი ჯეიმს გორდონი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ "ჩელსის" ფეხბურთელებმა კლუბის მეკარე კეპა არისაბალაგა სცემეს.

საქმე იმაშია, რომ კარაბაოს თასის ფინალურ შეხვედრაში, სადაც "არისტოკრატები" "სიტისთან" პენალტებში დამარცხდნენ, ლონდონელთა მწვრთნელ მაურისიო სარის ესპანელი კიპერის შეცვლა უნდოდა.

კეპამ მოედნიდან გასვლაზე უარი განაცხადა, რის გამოც მაურისიო სარი ძალიან გაცხარდა.

იტალიელმა მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე სრულიად სხვა რამ განაცხადა და თქვა, რომ მას ეგონა, თითქოს კეპას ტრავმა ჰქონდა და იმიტომ ცვლიდა.
"დიდი გაუგებრობა მოხდა. მეგონა, რომ არისაბალაგას ტრავმა ჰქონდა და თამაშის გაგრძელება აღარ შეეძლო.

ექიმების ნათქვამის მიუხედავად, ჩვენმა მეკარემ მაჩვენა, რომ თამაშის გაგრძელება შეეძლო", - ამბობს სარი.

ჯეიმს გორდონი, ვინაც სოციალურ ქსელში კეპას ცემის ფაქტზე წერს, ამბობს, რომ სარის აღნიშნული განცხადება სრული სიცრუეა.
ის ირწმუნება, რომ "ჩელსის" გასახდელში სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურშიც გადაიზარდა, თუმცა კონკრეტულად რომელ ფეხბურთელს მოუვიდა კეპასთან ფიზიკური დაპირისპირება უცნობია.

"არისტოკრატებს" აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებიათ.

წყარო : Sport365.geшаблоны для dle 11.2



რეკლამა