რეკლამა: [email protected]
banner_adjarapopupmobile] [/banner_adjarapopupmobile]

„დამავიწყდა, რომ ინგლისში ვიყავით“ - რა მოხდა ლივერპულისა და ბაიერნის მატჩის დასრულების შემდეგ?





ლივერპულისა და ბაიერნის მატჩის დასრულების შემდეგ კლოპსა და კოვაჩს შორის გაუგებრობა მოხდა. საქმე ისაა, რომ მატჩის ბოლოს კლოპს კოვაჩისთვის ხელის ჩამორთმევა სურდა, ხოლო კოვაჩი ჯერ საკუთარი ფეხბურთელებისკენ წავიდა. გერმანელ სპეციალისტს ამის გამო ლოდინი მოუწია. შეხვედრის შემდეგ კლოპმა მომხდარი ახსნა:

„არა, არა, არა, არაფერი სერიოზული არ მომხდარა. კოვაჩისთვის ხელის ჩამორთმევა მინდოდა, მაგრამ ის ჯერ საკუთარი ფეხბურთელებისკენ წავიდა. როდესაც დაბრუნდა, ნიკოს ვუთხარი, რომ ველოდებოდი და მან მომიბოდიშა.“

თავის მხრივ, მომხდარზე მიუნხენური გუნდის თავკაცმაც ისაუბრა:

„ეს სახალისო იყო. დამავიწყდა, რომ ინგლისში ვიყავით. გერმანიაში მატჩის დასრულების შემდეგ ნორმალურია, რომ საკუთარ ფეხბურთელებთან მიდიხარ და ხელს ართმევ. ინგლისში კი ხელს ჯერ მწვრთნელები ართმევენ. შესაბამისად, გავაკეთე ის, რასაც გერმანიაში ვაკეთებ ხოლმე.“

შეგახსენებთ, რომ მატჩი ლივერპულსა და ბაიერნს შორის ფრედ, 0-0 დასრულდა. განმეორებითი შეხვედრა კი 13 მარტს შედგება.

წყარო : Setanta.geшаблоны для dle 11.2



რეკლამა