რეკლამა: [email protected]
 
რეკლამა
Авторизация
კალენდარი
«    აგვისტო 2019    »
ორსმოთხთპრშბკვ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
FACEBOOK
banner_adjarapopupmobile] [/banner_adjarapopupmobile]

ძვირადღირებული ფეხბურთელების სია რომლებმაც ლა ლიგაში ვერ გაამართლეს





ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, გუნდებმა ახალი, იმედისმომცემი მოთამაშეების დამატებისთვის დიდი თანხები არ დაიშურეს, მაგრამ ზოგმა მათგანმა მოლოდინი ვერ გაამართლა.
ესპანურმა გამოცემა Marca-მ იმ ფეხბურთელთა სია გამოაქვეყნა, რომელთაც ცუდი შთაბეჭიდება დატოვეს. 


ტომას ლემარი
ფრანგი ფეხბურთელი ატლეტიკოს 70 მილიონ ევროდ მონაკოდან შეუერთდა. მან ლა ლიგაში შეხვედრების 87% ითამაშა და მოედანზე 1,255 წუთი დაჰყო, მაგრამ ამ დროში მხოლოდ 2 ბურთი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ლემარმა ევროპის სუპერთასზე კარგად ითამაშა, რის შემდეგაც მოუკლო. ძირითადში 16-ჯერ დაიწყო, მაგრამ 12 მათგანში შეცვალეს.

ხერარდ მორენო
26 წლის ფეხბურთელი ვილიარეალში 20 მილიონ ევროდ ესპანიოლიდან გადავიდა. ლა ლიგაში ყველა თამაშში ითამაშა და 1,875 წუთში 4 ბურთი გაიტანა.
ესპანელი ფორვარდი ესპანიოლში უფრო თავდაჯერებულად და კარგად თამაშობდა, ხოლო „ყვითელ წყალქვეშა ნავში“ ეს თავდაჯერებულობა დაკარგა. ამასთან, ვილიარეალი გასავარდნ ზონაშია, რის გამოც, მწვრთნელიც გამოცვალეს, მაგრამ მორენო მასზე გაცემულ ავანსებს მაინც ვერ ამართლებს.

გონსალო გუედეში
ვალენსიაში 40 მილიონ ევროდ გადასულ პორტუგალიელს ლა ლიგაში მხოლოდ 11 თამაში აქვს ჩატარებული. 592 წუთში მხოლოდ 1 საგოლე გადაცემა მოაგროვა.
გასული სეზონი შესანიშნავად ჩაატარა, რის გამოც, „ღამურებმა“ პარი სენ-ჟერმენიდან გამოისყიდეს. წელს კი, ტრავმის გამო, 100%-ით მზად არ არის და ძირითადში დაწყებული 7 შეხვედრიდან, ბოლომდე მხოლოდ ორში ითამაშა.

კვინსი პრომესი
სევილიას ჰოლანდიელის ტრანსფერი 18 მილიონი ევრო დაუჯდა. 27 წლის ფეხბურთელს 20 შეხვედრაში უთამაშია, მაგრამ სასტარტოში მხოლოდ 6-ჯერ დაიწყო.
752 წუთში მისი მონაგარი 2 გოლი და 1 გადაცემაა. იმის მიუხედავად, რომ მას არ ენდობიან და შეცვლაზე 16 შეხვედრაში შევიდა, უკანასკნელ ტურებში მოფერიანდა და სასტარტოში ზედიზედ 3-ჯერ დაიწყო.

მალკომი
მოგეხსენებათ, ბარსელონამ მალკომი 40 მილიონ ევროდ უკანასკნელ წუთებში ბორდოდან შეიძინა. წინასასეზონო შეხვედრებში კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ ტრავმამ გეგმები შეუცვალა. 21 წლის ფეხბურთელს ლა ლიგაში 124 წუთი აქვს ნათამაშები და 7 შეხვედრიდან ძირითადში მხოლოდ 1-ში დაიწყო.
კოპა დელ რეისა და ჩემპიონთა ლიგაზე თავის გამოჩენის მიუხედავად, ფორმა საშუალებას არ აძლევს, რომ ლა ლიგაში თავი დაიმკვიდროს.  

шаблоны для dle 11.2



რეკლამა