რეკლამა: [email protected]
 
რეკლამა
Авторизация
კალენდარი
«    ივლისი 2019    »
ორსმოთხთპრშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 
FACEBOOK
banner_adjarapopupmobile] [/banner_adjarapopupmobile]

რომელ ადგილას გადაინაცვლა საქართველოს ნაკრებმა რეიტინგში რუმინეთის დამარცხების შემდეგ





მსოფლიოს რაგბის საიტმა ნაკრებების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა და "ბორჯღალოსნები", რომლებმაც სტუმრად რუმინეთი 18:9 დაამარცხეს, ერთი ადგილით დაწინაურდნენ.

პირველ ათეულში ცვლილებები არ მომხდარა, სამაგიეროდ მოხდა მეორე ათეულში: ახლა ჩვენს ნაკრებს 73.93 ქულა აქვს, აშშ-ს გადაასწრო და მე-12 ადგილზეა.

"ბორჯღალოსნების" საუკეთესო შედეგი მე-11 პოზიციაა, რომელიც ამჟამად იაპონიას უკავია. ამომავალი მზის ქვეყნელები ჩვენს გუნდს 1.31 ქულით უსწრებენ.

რუსეთის ძლევის შემდეგ მე-20 პოზიციაზე ესპანეთი დამკვიდრდა.

რაც შეეხება მესამე ათეულს, ბელგიამ გერმანიას სძლია და 23-ე ადგილზეა, ხოლო ბრაზილიამ კანადას მოუგო და 26-ე ადგილზე გადავიდა, რაც ამ
გუნდის რეკორდია.

1. ახალი ზელანდია 92.54
2. ირლანდია            89.92
3. ინგლისი               88.02
4. უელსი                   87.55
5. სამხრეთ აფრიკა  84.58
6. ავსტრალია         82.40
7. შოტლანდია       81.30
8. ფიჯი                    77.95
9. არგენტინა          77.05
10. საფრანგეთი      77.02

11. იაპონია            75.24
12. საქართველო    73.93
13. აშშ                   73.66
14. ტონგა              73.02
15. იტალია           72.75
16. სამოა               68.78
17. ურუგვაი          67.13
18. რუმინეთი        64.95
19. რუსეთი           64.21
20. ესპანეთი          63. 23  

шаблоны для dle 11.2



რეკლამა