რეკლამა: vishekozirebi@gmail.com
banner_adjarapopupmobile] [/banner_adjarapopupmobile]

რეალი და ბარსელონა საუკუნის გაცვლას ამზადებენ





კატალონიის ბარსელონამ და მადრიდის რეალმა, შესაძლოა, ფეხბურთელები გაცვალონ. ესპანეთის თასის პირველ ნახევარფინალამდე, ჟოზეპ ბართომეუმ განაცხადა, რომ „ბლაუგრანას“ სამწვრთნელო შტაბის მოთხოვნის შემთხვევაში, ისკოს დაიმატებს.

თავის მხრივ, სანტიაგო სოლარი „ლოს ბლანკოსის“ ნახევარმცველს არ ენდობა და მზადაა გაუშვას. ამ ყველაფრის პარალელურად, ბარსა ფილიპე კოუტინიოს გაყიდვას გეგმავს, ვინაიდან ბრაზილიელი ფორმიდანაა ამოვარდნილი და უკვე 1 წელია, ვერ ახერხებს ერნესტო ვალვერდეს სქემაში ჩაჯდომას.

დავძენთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დასტურდება და ისკო-კოუტნიოს ბარტერი მხოლოდ ესპანური მედიის „შემოქმედების“ ნაყოფია.

шаблоны для dle 11.2



რეკლამა