რეკლამა: [email protected]
 
რეკლამა
Авторизация
კალენდარი
«    ივლისი 2019    »
ორსმოთხთპრშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 
FACEBOOK
banner_adjarapopupmobile] [/banner_adjarapopupmobile]

ვინ უკეთესია, მესისა და რონალდოს შედარება მიმდინარე სეზონში





რა უნდა მოხდეს, რომ ფეხბურთის მოყვარულებმა ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ ერთმანეთს არ შეადარონ. ახალ სეზონში სხვადასხვა ჩემპიონატში თამაშის მიუხედავად, მათი ერთმანეთთან შედარება არ წყდება.

რონალდუ იუვენტუსს შეუერთდა და ბევრმა გადაწყვეტილება არ მოუწონა, თუმცა, პორტუგალიელი ამტკიცებს, რომ იმავე დონეზე თამაში სხვა ჩემპიონატშიც შეუძლია. 


პორტუგალიელის ლა ლიგიდან წასვლის შემდეგ, მესის ხელ-ფეხი გაეხსნა და ბომბარდირთა დავას უპრობლემოდ ლიდერობს. არგენტინელი არათუ ესპანეთში, არამედ საუკეთესო 5 ჩემპიონატს შორისაც საუკეთესოა. მესი ასაკის მატებასთან ერთად უმჯობესდება. 


გასნხვავებულ ქვეყნებში ყოფნის მიუხედავად, ეს ორი ლეგენდარული მოთამაშე მაინც შევადაროთ ერთმანეთს: 


გოლები და საგოლე გადაცემები 


ორივე მოთამაშე ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა, როდესაც საქმე გოლებსა და საგოლე გადაცემებზე მიდგება, მაგრამ მიმდინარე სეზონში მესი უკეთ გამოიყურება. არგენტინელს ყველა გათამაშებაში, 25 შეხვედრაში 26 გოლი და 16 გადაცემა მოუგროვდა. 


საპირისპიროდ, რონალდუს 28 მატჩში 17 გოლი და 7 საგოლე გადაცემა აქვს. 


პასები 


გოლის გატანის ალღოსთან ერთად, მესი შემქმნელია. ტყუილი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ შეხვედრაში პასების მხრივ, მესი ერთ-ერთი საუკეთესოა. 


არგენტინელი საშუალოდ, 3.0 მნიშვნელოვან პასს აკეთებს, ხოლო რონალდუ – 1.7-ს.  


ამასთან, მესი რონალდუს გრძელ გადაცემებშიც სჯობს. მას საშუალოდ, 3.4 აქვს, ხოლო პორტუგალიელს – 0.9. 


დაცვითი თამაში 


ერთადერთი მაჩვენებელი, რაშიც რონალდუ მიმდინარე სეზონში მესის სჯობს. კრიშტიანუ თავისი აგებულებით დაცვით ასპექტში მესიზე უკეთესია. 


რონალდუს უფრო მეტი ბლოკი (0.1) და საჯარიმოდან ბურთის გამოტანა (0.9) მოუგროვდა. თუმცა, მესი ვარდნებში უკეთესია – 0.7. ამასთან, არგენტინელს ნაკლები ყვითელი და წითელი ბარათი აქვს. 


სეზონის დასრულებამდე არცთუ ისე ბევრია დარჩენილი, მაგრამ საეჭვოა, ბოლოსკენ რაიმე შეიცვალოს. 
шаблоны для dle 11.2



რეკლამა