რეკლამა: [email protected]
 
რეკლამა
Авторизация
კალენდარი
«    აგვისტო 2019    »
ორსმოთხთპრშბკვ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
FACEBOOK
banner_adjarapopupmobile] [/banner_adjarapopupmobile]

გენტის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჩაკვეტაძის მომავალზე ისაუბრა





"გენტმა" ბელგიის ჩემპიონატის 23-ე ტურში სტუმრად "კორტრიკი" დაამარცხა. მატჩში 40-დღიანი პაუზის შემდეგ გამოჩნდა ბელგიელთა ქართველი შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა საგოლე გადაცემა შეასრულა და გუნდს უმნიშვნელოვანესი სამი ქულის აღებაში დაეხმარა.

მატჩის შემდეგ "გენტის" მთავარმა მწვრთნელმა იეს ტორუპმა 19 წლის ქართველიც ახსენა.

"ყველა ბეზუსის ტექნიკურ შესაძლებლობებზე საუბრობს, მაგრამ მან დღეს მებრძოლი სულიც გამოავლინა. გიორგი ჩაკვეტაძემაც აჩვენა, რომ სათამაშოდ უკვე მზადაა. "გენტის" ბანაკში ბედნიერი სახეები აქვთ" - განაცხადა მატჩის შემდეგ ტორუპმა.

ამ გამარჯვებით "გენტმა" 37 ქულა დააგროვა და მე-6 პოზიციას იკავებს.

шаблоны для dle 11.2



რეკლამა