რეკლამა: vishekozirebi@gmail.com
banner_adjarapopupmobile] [/banner_adjarapopupmobile]

რომელ იტალიურ გრანდში სურს კარიერის გაგრძელება პოლ პოგბას





Goal.com-ის ინფორმაციით, იუვენტუსი პოლ პოგბას დაბრუნებას ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობს. წყაროს ცნობით, ჟოზე მოურინიოს „მმართველობის“ პერიოდში ფრანგი ნახევარმცველის ტურინულ გრანდში გადასვლა, თითქმის, გადაწყვეტილი იყო.

მანჩესტერ იუნაიტედში ოლე გუნარ სოლსკიაერის მისვლის შემდეგ, ყველაფერი შეიცვალა. მან განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონის „ოლდ ტრაფორდზე“ დარჩენა „წითელი ეშმაკების“ წარმატებისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია.

შეგახსენებთ, პოლი სერია ა-ს ბინადრების რიგებში 2012-2016 წლებამდე ასპარეზობდა. მან „ბებერი ქალბატონის“ რიგებში 124 მატჩი ჩაატარა და 28 გოლი გაიტანა.  

шаблоны для dle 11.2



რეკლამა