რეკლამა: [email protected]
 
რეკლამა
Авторизация
კალენდარი
«    აგვისტო 2019    »
ორსმოთხთპრშბკვ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
FACEBOOK
banner_adjarapopupmobile] [/banner_adjarapopupmobile]

როგორ გაუჩინარდა რადარებიდან კარდიფის ფეხბურთელი





ბრიტანული მედია წერდა, რომ კარდიფმა კლუბის ისტორიაში სარეკორდი თანხა (15 მილიონი) ნანტის თავდამსხმელში, ემილიანო სალასში გადაიხადა. მალევე, ინფორმაცია გუნდის ვებ-გვერდმაც დაადასტურა და ახალწვეულის წარსადგენად მზადებას შეუდგა.

არგენტინელი ფეხბურთელი კერძო თვითმფრინავით ქალაქ კარდიფისკენ ორშაბათს გაემგზავრა. დაშვებამდე 1 საათით ადრე კი, ცნობილი გახდა, რომ თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა.

ამ ამბიდან რამდენიმე წუთში უელსის მხარემ სამაშველო ვერტმფრენები და გემები გააგზავნა, მაგრამ ჯერჯერობით, სამაშველო სამუშაოებს შედეგი არ გამოუღია.

–  ძალიან შეშფოთებულნი ვართ მომხდარით. საბოლოო ინფორმაცია ჯერ არ მიგვიღია და ამიტომ, კონკრეტულს ვერაფერს ვამბობთ. მთავარია, სალა ჯანმრთელად იყოს, –  განაცხადა კარდიფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, მეჰმეთ დალმანმა.
шаблоны для dle 11.2



რეკლამა