რეკლამა: [email protected]
 
რეკლამა
Авторизация
კალენდარი
«    აგვისტო 2019    »
ორსმოთხთპრშბკვ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
FACEBOOK
banner_adjarapopupmobile] [/banner_adjarapopupmobile]

ხურციძე 10 წლით დააპატიმრეს - რას აანონსებს ქართველი მებრძოლის ოჯახი ?





ხურციძე 10 წლით დააპატიმრეს - რას აანონსებს ქართველი მებრძოლის ოჯახი ?...

ამერიკაში დაკავებული სპორტსმენის ავთანდილ ხურციძის ოჯახი საპროტესტო აქციების დაწყებას აანონსებს. მშობლები შვილის უდანაშაულობაში დარწმუნებულები არიან და ფიქრობენ, რომ მისი დაპატიმრება დაგეგმილ თამაშს უკავშირდება, რადგან ხურციძე ამერიკაში ჩასვლიდან ერთ თვეში მსოფლიო ჩემპიონს უნდა შეხვედროდა. მის დაპატიმრებაში კი მეტოქის ინტერესებს ხედავენ.

მოკრივის დედა მაყვალა ხურციძე ციხეში მომხდარი ჩხუბის ამსახველი კადრების გადმოცემას ითხოვს და სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. ოჯახის წევრები ფიქრობენ, რომ ბოლოს საპატიმროში მომხდარი ჩხუბიც სასჯელის გასამკაცრებლად დაგეგმილი პროვოკაცია იყო.

ავთანდილ ხურციძეს ნიუ იორკის სასამართლომ 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

გასულ კვირას აშშ-ში, ბრუკლინის ციხეში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი კრივში ავთანდილ ხურციძე და ე.წ. კანონიერი ქურდი რაჟდენ შულაია დაჭრეს.

ქართველი სპორტსმენები ლევან მაყაშვილი და ავთანდილ ხურციძე, აშშ-ში საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის, თაღლითობის მომზადებისა და რეკეტში მონაწილეობის ბრალდებით გასული წლის 8 ივნისს დააკავეს.

ავთანდილ ხურციძეს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.ლევან მაყაშვილი 13 ივნისს, ერთი პირის თავდებობისა და გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

წყარო : Imedinews.geшаблоны для dle 11.2



რეკლამა