რეკლამა: [email protected]
banner_adjarapopupmobile] [/banner_adjarapopupmobile]

"თანახმა ვიყავი ფინანსურ დათმობაზე წავსულიყავი" - რატომ ჩაიშალა "ვიტესში" ტრანსფერი ? - ანანიძის ვრცელი კომენტარი





"თანახმა ვიყავი ფინანსურ დათმობაზე წავსულიყავი" - რატომ ჩაიშალა "ვიტესში" ტრანსფერი ? - ანანიძის ვრცელი კომენტარი..

კრილიაში წასვლის გადაწყვეტილებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ჯანო ანანიძე მოსკოვური კლუბის ოფიციალურ საიტს ესაუბრა:

"დასამალი არ არის, რომ ძალების ევროპაში მოსინჯვა მსურდა. არნემის ვიტესის მთავარი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი მიწვევდა და ჩემთვის პრიორიტეტული სწორედ ეს ვარიანტი იყო. სამწუხაროდ, გარკვეული სირთულეები შეიქმნა დოკუმენტებთან დაკავშირებით. არადა, თანახმა ვიყავი, ფინანსური კუთხით სერიოზულ დათმობებზე წავსულიყავი, მაგრამ იქ გადასვლა მაინც არ შედგა.
 
მადლობა სპარტაკს, რომელმაც არჩევანის საშუალება მომცა. ვიტესამდე კლუბს ოფიციალური წინადადებით კრილია სოვეტოვმა მიმართა, მაგრამ როდესაც ჰოლანდიური ვარიანტი გამოჩნდა, ვთხოვე სპარტაკის ხელმძღვანელობას, დრო მოეცა. პაუზა ძალიან გაგრძელდა, მაგრამ ჩემი მდგომარეობაც გაითვალისწინეს.

ახლა ვიტესი გამოირიცხა და მივდივარ კრილიაში. 14 იანვარს შეკრება დაიწყება. იყო რუსეთიდან სხვა ვარიანტებიც, მაგრამ სამარელთა მთავარმა მწვრთნელმა მიოდრაგ ბოჟოვიჩმა პირადად დამირეკა. დავპირდი, რომ თუ უცხოურ კლუბში გადასვლას ვერ შევძლებდი, სწორედ მის გუნდში გადავიდოდი. სიტყვა მივეცი, რადგან მიოდრაგს, როგორც მწვრთნელს და როგორც ადამიანს, ბრწყინვალედ დავახასიათებ. ის კი როსტოვში ერთად მუშაობის პერიოდიდან კარგად იცნობს ჩემს შესაძლებლობებს.

დასანანია, რომ კრილია სოვეტოვი რუსეთის თასის საგაზაფხულო სტადიაზე ვერ მოხვდა, რადგან ვეღარ შევძლებთ იმ წარმატების გამეორებას, რომელსაც 2014 წელს, როსტოველებთან ერთად მივაღწიეთ (იცინის).

იჯარას გაგებით ვეკიდები და ადექვატურად ვაფასებ საკუთარ მდგომაროებასაც: იყო ტრავმები, სადღაც ალბათ თავადაც რაღაც დავაკელი. ახალ თამაშით უნდა დავამტკიცო, რომ ძლიერი ფეხბურთელი ვარ. და ამას გავაკეთებ! მებრძოლი ვარ. უკვე მქონდა მსგავსი ცხოვრებისეული გამოცდა, როდესაც ერთი ნაბიჯით უკან უნდა დამეხია, რათა შემდეგ ორი წინ გადამედგა. ახლაც იგივე უნდა გავიმეორო.

ხუთი წუთით თამაში კი არ მინდა, არამედ - მოედანზე რეგულარულად ყოფნა. მხოლოდ ასე გავძლიერდები, დავამტკიცებ შესაძლებლობებს და დავბრუნდები სპარტაკში” - განაცხადა ანანიძემшаблоны для dle 11.2



რეკლამა