რეკლამა: vishekozirebi@gmail.com
banner_adjarapopupmobile] [/banner_adjarapopupmobile]

სფფ-ს პრეზიდენტის არჩევნების თარიღი ცნობილია



image

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 29-ე საარჩევნო ყრილობა 2019 წლის 15 თებერვალს, სიმბოლურად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის  დაარსების დღეს გაიმართება. სფფ-ს საპრეზიდენტო კანდიდატების, აღმასრულებელი კომიტეტის წევრობის კანდიდატთა და დელეგატთა  წარდგენის ბოლო ვადა 21 იანვარია.

სფფ-ს პრეზიდენტობაზე კანდიდატურის წარდგენა შეუძლიათ მხოლოდ  სფფ-ს წევრებს. საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენა უნდა მოხდეს სფფ-ს 3  წევრის მიერ.

კანდიდატი შეიძლება იყოს 24-დან 70 წლამდე უმაღლესი განათლების მქონე პიროვნება. უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, აქტიურად ჩართული საფეხბურთო საქმიანობაში და არ უნდა იყოს ნასამართლევი. უნდა იცნობდეს სფფ-ს, ფიფა-ს და უეფა-ს წესდებებს, დებულებებსა და გადაწყვეტილებებს და ამასთან, სავალდებულოა, წარმოადგინოს სამოქმედო პროგრამა.  

шаблоны для dle 11.2



რეკლამა