რეკლამა: [email protected]
 
რეკლამა
Авторизация
კალენდარი
«    აგვისტო 2019    »
ორსმოთხთპრშბკვ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
FACEBOOK
banner_adjarapopupmobile] [/banner_adjarapopupmobile]

ცნობილია თუ სად გააგრძელებს კარიერას გიორგი ლორია





საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია ყაზახურ "ტობოლში" ჩაირიცხა. ამის შესახებ ინფორმაციას Prosports.kz ავრცელებს.

ხოლო გამოცემა SportX.kz-ის ცნობით, ლორია თურქეთში გაემგზავრა, სადაც გუნდი შეკრებას გადის.

შესაბამისად, "ტობოლში" ძლიერი ქართული დიასპორა შეიკრიბა, რადგან კოსტანურ კლუბში უკვე თამაშობენ საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა და ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი.

აღნიშნული გამოცემა ლორიას ინტერვიუს იხსენებს, სადაც ის 2015 წელს "ჩელსიში" გადასვლაზე საუბრობდა. მას სინჯებში უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა საბოლოოდ "კრილია სოვეტოვში" გადავიდა და სტატიას ასე ასათაურებს: "ჩელსის" მაგივრად "ტობოლში" - გიორგილორია ყაზახეთში მიდის.

შეგახსენებთ, რომ ლორია 2018 წლის სექტემბერში თავისუფალი აგენტი გახდა და დაახლოებით ნახევარი წელი უგუნდოდ იყო, თუმცა ფორმის შესანარჩუნებლად თბილისის "დინამოში" ვარჯიშობდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში ლორია "კრილია სოვეტოვს" ეკუთვნოდა, თუმცა იჯარით "ანჟიში" გამოდიოდა, სადაც მის მიმართ სახელფასო დავალიანება აქვთ. ამის გამო ლორიამ კლუბს ფიფაშიც კი უჩივლა, ხოლო რუსეთის ფეხბურთის ფედერაციამ "ანჟი" ვალის გადაუხდელობის გამო დააჯარიმა.

шаблоны для dle 11.2



რეკლამა