რეკლამა: vishekozirebi@gmail.com
banner_adjarapopupmobile] [/banner_adjarapopupmobile]

რომელ სამ ვარსკვლავს დაიმატებს მადრიდის რეალი ზაფხულში





მადრიდის რეალი კრიზისშია. „სამეფო კლუბის“ ხელმძღვანელები კი, გამოსავალს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ხედავენ. Sport-ი იუწყება, რომ ფლორენტინო პერესი 3 ვარსკვლავს უმიზნებს.

როგორც ცნობილია, „ლოს ბლანკოსის“ პირველი სამიზნე მილანის ინტერის თავდამსხმელი, მაურო იკარდია, რომელიც სერია ა-ში წლებია სასწაულებს სჩადის. „ნერაძურიმ“ არგენტინელს ახალი კონტრაქტი შესთავაზა, თუმცა, მაურომ მას ხელი არ მოაწერა.

„თეთრების“ ინტერესშია ტოტენჰემის დანიელი ფეხბურთელი, კრისტიან ერიქსენი, რომელმაც სამხრეთამერიკელის მსგავსად, ინგლისელების გაუმჯობესებული კონტრაქტი იუარა. ბევრი მიიჩენევს, რომ ის ესპანური გრანდის შეთავაზების მოლოდინშია.

Marca-ს თქმით, ბებერი ფლორენტინო ედენ აზარის ყიდვას კოლოსალური თანხის სანაცვლოდ გეგმავს. ის მზადაა, ბელგიელისთვის 200 მილიონი ევრო გადადოს. თავად აზარი „თეთრების“ ინტერესის შესახებ, ინფორმირებულია და ყოყმანობს.

ჩელსის თავკაცმა, მაურისიო სარიმ, მას განუცხადა, რომ დროა, გადაწყვეტილება მიიღოს, რადგან გუნდის შენება მის გარეშე უნდა დაიწყოს.  
шаблоны для dle 11.2



რეკლამა