რეკლამა: [email protected]
banner_adjarapopupmobile] [/banner_adjarapopupmobile]

როგორ გამოიყურება მის ბუმ-ბუმის უზარმაზარ უკანალზე მესის ტატუ





ვერ გეტყვით, მართლა "ბარსელონას" თავდამსხმელ ლეო მესის დიდი თაყვანისმცემელია მის ბუმ-ბუმი სიუზი კორტესი, თუ ეს პოპულარობის მოსახვეჭად სჭირდება, მაგრამ ფაქტია, მისი ტატუ უკანალზე გაიკეთა და ასე ორიგინალურად უფრო მეტად გააცნო თავისი თავი საფეხბურთო და არასაფეხბურთო საზოგადოებას.

ადგილი კი სიუზიმ მართლაც სკანდალური შეარჩია და ეს ასე ახსნა:

"დარწმუნებული ვარ, მსოფლიოს ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი ლეო მესი 2019 წელს მეექვსედ მოიგებს "ოქროს ბურთს" და ფიფას პრიზს The Best-ს. მე ამას ვწინასწარმეტყველებ და ამიტომ გავიკეთე ეს ტატუ და 10 ნომერი "ბარსელონას" ემბლემითურთ, რომელიც მომავალ
წელს დაარსებიდან 120 წლისთავს იზეიმებს". 
მთელი ეს ტექსტი კორტესს ტატუს სახით არ გაუკეთებია, თუმცა გაბარიტებიდან გამომდინარე, თავისუფლად დაეტეოდა.

სხვათა შორის, მას "ბარსას" ფორმა არ მოსწონს და ამიტომ კლუბის პრეზიდენტის ჟოზეპ ბარტომეუს გადაყენების მოთხოვნით კამპანია წამოიწყო. ის ამბობს, რომ ინსტაგრამზე 1.5 მილიონი ხელისმომწერი ჰყავს და მიზანს მიაღწევს.

მესის თურმე, არ მოსწონს მატრაკვეცა სიუზის საქციელი, ადრე სოციალურ ქსელში დაბლოკა კიდეც და თანაც, როგორც ამბობენ, მისი მეუღლე ანტონელა როკუცო ეჭვიანობს.

ამის შემხედვარე, იეჭვიანებს, აბა, არ იეჭვიანებს?!. 
шаблоны для dle 11.2



რეკლამა