რეკლამა: vishekozirebi@gmail.com
banner_adjarapopupmobile] [/banner_adjarapopupmobile]

უცნობი ისტორია : რატომ დააკავა დავით ყიფიანი პოლიციამ?!





უცნობი ისტორია : რატომ დააკავა დავით ყიფიანი პოლიციამ?!

დავით ყიფიანი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთერთი გამორჩეული ფიგურაა. მან თბილისის "დინამოსთან" ერთად 1970-იანი წლების ბოლოსა და 1980-იანი წლების დასაწყისში არნახულ წარმატებას მიაღწია. მასზე ევროპული პრესაც ბევრს წერდა და ბევრი გრანდიც კონტრაქტს სთავაზობდა იდეალური პირობებით, თუმცა ჩაკეტილი საბჭოთა სისტემის გამო დავით ყიფიანის სახელი მსოფლიო ფეხბურთში ისე მაინც არ დამკვდრდა, როგორც ამ გენიალური ფიგურის ტალანტს შეჰფეროდა.

გარდაცვალებამდე ერთერთ უკანასკნელ ინტერვიუში ყიფიანმა მისი კვიპროსზე დაკავების ამბავი გაიხსენა. ლეგენდის განცხადებით, ადგილობრივი პოლიცია მას რუსულ მაფიასთან კავშირსაც კი აბრალებდა.

"კვიპროსზე ჩემი დაკავების ამბავი ძალიან სწრაფად გავრცელდა. ადგილობრივი პოლიცია რუსულ მაფიასთან თანამშრომლობასაც კი მაბრალებდა. მინდა მოვყვე რეალურად რა მოხდა. საქმე იმაშია, რომ კვიპროსზე იმ რესტორნის თანამფლობელი ვიყავი, სადაც ორმა რუსმა ერთი სცემა და ამ უკანასკნელმაც პოლიციაში იჩივლა, ფულს მძალავდნენო".

"რადგან რესტორნის მფლობელი ვიყავი, იფიქრეს, რომ საქმეში მეც ვმონაწილეობდა. სახლში მომადგნენ, ბორკილები დამადეს და განყოფილებაში გადამიყვანეს. მოგვიანებით, როცა გაიგეს, ვინ ვიყავი, სულ ბოდიშები მიხადეს და იმასაც მთხოვდნენ საჩივარი არ შემეტანა" - განაცხადა ყიფიანმა.

დავით ყიფიანმა თბილისის "დინამოსთან" ერთად ევროპის თასების მფლობელთა თასი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი და ამავე ქვეყნის თასი მოიგო.

footballnews.geшаблоны для dle 11.2



რეკლამა